„სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია. ძალიან საინტერესო კანდიდატია, რადგან ქალია. არის მიუკერძოებელი. მჯერა, რომ ის იქნება ჭეშმარიტად ყველას პრეზიდენტი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. ამავდროულად, მას აქვს სერიოზული გამოცდილება, როგორც პოლიტიკური, ისე დიპლომატიური. მას წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და როგორც მოსალოდნელი იყო, მხარს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და ამომრჩევლებსაც ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. კობახიძის თქმით, „სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილება და მას შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი“.