weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით – სალომე ზურაბიშვილი

01:12 ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ განმარტა ჟურნალისტებისადმი მისი დამოკიდებულების და რეპლიკის „ცოტა ტვინი გაანძრიეთ“ გაკეთების მიზეზი.

„რეაქციის“ წამყვანის, ინგა გრიგოლიას თქმით, მას აქვს განცდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ხალხს ხშირად თითქოს პედესტალიდან ესაუბრება: „პარიზის გადმოსახედიდან გველაპარაკებით ხოლმე, განსაკუთრებით ჟურნალისტებს - „ტვინი გაანძრიეთ“, „არ მინდა და არ გიპასუხებთ“; რატომ გველაპარაკებით სულ ისე, თითქოს თქვენ ზევით ხართ და ჩვენ - ქვევით“.

„ალბათ იმიტომ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს“, - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა.

ინგა გრიგოლიამ იმედი გამოთქვა, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდება, სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს ასე აღარ დაელაპარაკება.

„მე ჩემ ტვინს გავანძრევ, პირველ რიგში. არამხოლოდ ჟურნალისტებისგან, ჩვენ გვესმის ბევრად უარესი. სხვათა შორის, „რუსთავი 2“-ის დირექტორისგან; ნანა ჟორჟოლიანისგან, რომელიც გვემუქრებოდა, რომ კვერცხებს გვესვრის დიდ ჯიხაიში. მე ისეთი არაფერი მითქვამს, რასაც საკუთარ თავს არ ვეუბნები“, - თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

სალომე ზურაბიშვილს 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]