weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სარალიძისთვის პასუხი რომ არ გამეცა, ეს დაუსჯელობა არ იქნებოდა? – დავით რაზმაძე

14:37 შაბათი, 15 სექტემბერი 2018
ფოტოზე დავით რაზმაძე ფოტოზე დავით რაზმაძე

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ საპროტესტო აქციაზე მასსა და ზაზა სარალიძეს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. სათემო რადიო „მოზაიკასთან“ ინტერვიუში რაზმაძე აღნიშნავს, რომ ზაზა სარალიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ადამიანია და მისი არ სჯერა.

„ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ შეუძლიათ ასე მოვიდნენ, სახალხოდ გაგინონ და შენ ხმა არ ამოიღო. შემაგინა და შევაგინე. რომ ლაპარაკობენ დაუსჯელობის სინდრომზე, ეს არ იქნებოდა დაუსჯელობა, მე რომ პასუხი არ გამეცა?“, - ამბობს დავით რაზმაძე.

მისივე თქმით, საკრებულოს შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც სოფელ ხელთუბანში გაურკვეველ მდგომარეობაში გარდაცვლილი 19 წლის თორნიკე მერებაშვილის საქმის გამოძიებას ითხოვდნენ, გარდაცვლილის ოჯახისთვის სოლიდარობის გამოსახატად გავიდა, მაგრამ ზაზა სარალიძის დანახვის შემდეგ ჩათვალა, რომ „აქციაზე პოლიტიკურად მართული ადამიანები იმყოფებოდნენ“.

„სარალიძე არის საბურთალოს რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მდივანი. მე მაგ კაცის არ მჯერა, თორემ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა დანაშაული უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ. მკვლელი ოჯახის წევრიც რომ იყოს, უნდა დაისაჯოს. მალხაზ მაჩალიკაშვილსაც ვესაუბრე და ავუხსენი, რომ მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ სარალიძე არის „ნაციონალებისგან“ მართული ადამიანი და კარგად დავინახე, რომ აქციაზე წინ ბექა ქორჩილავა მოუძღვებოდა. მე არ ვარ სამართალდამცველების ადვოკატი. მერებაშვილის საქმის მასალებს კარგად არ ვიცნობ, თუმცა მეც მაქვს სურვილი და მოთხოვნა, რომ საქმე ობიექტურად გამოიძიონ“, - განაცხადა „მოზაიკასთან“ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ.

14 სექტემბერს, თორნიკე მერებაშვილის მშობლებისა და თანასოფლელების აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ჩავიდა. სარალიძესთან ერთად აქციას პანკისის ხეობაში სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კალაძეც შეუერთდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც გორის საკრებულოს თავმჯდომარე მომიტინგეებთან გავიდა და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც გორში თბილისიდან იყვნენ ჩასულები, პოლიტიკურად მართულები არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]