weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი სუს-ში გამოკითხეს

18:48 კვირა, 16 სექტემბერი 2018
ფოტოზე ლევან შონია და ლაშა გოგია ფოტოზე ლევან შონია და ლაშა გოგია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია გამოკითხეს. შონია ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის მიერ ქრთამის აღების შესაძლო ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.

„კითხვები რაც იყო, ყველაფერზე გავეცი პასუხი. თუ საჭირო გახდება, კიდევ დამიბარებენ“, - განაცხადა შონიამ სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ თანამდებობები 12 სექტემბერს, მიზეზის განმარტების გარეშე დატოვეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ მიერ ქრთამის აღების შესაძლო ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს.

„რუსთავი 2“-მა 13 სექტემბერს გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია მერსა და მის მოადგილეს კორუფციაში ამხელს და გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენმა ჩინოვნიკებს ათი ათასობით ლარი კონკრეტული ობიექტების ხელში ჩაგდების სანაცვლოდ გადაუხადა, თუმცა, თანამდებობის პირებმა დანაპირები ვერ შეასრულეს, რამაც ბიზნესმენის უკმაყოფილება გამოიწვია. ჩანაწერის მიხედვით, ზურაბ კვირკვიამ ფული ლევან შონიასაც მისცა, რომელიც იმ დროს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი იყო. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გარიგება ზუგდიდში მდებარე რამდენიმე ობიექტს ეხება. კერძოდ, უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და კვირკვიას ავტოსადგური, გულუას პარკი და რკინიგზის სადგური დაბალ ფასად უნდა გადასცემოდა.

ლევან შონია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად 2013 წლის დეკემბერში დაინიშნა, 2018 წლის 20 აგვისტოდან კი ამ თანამდებობას ალექსანდრე მოწერელია იკავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]