weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება უზრუნველყო – კობახიძე

15:04 შაბათი, 22 სექტემბერი 2018

„ჩვენს ქვეყანაში კორუფციას არ დავუშვებთ. თუ სადმე არსებობს ოდნავი ეჭვი მაინც კორუფციასთან დაკავშირებით, ეს საქმე ჩასაძიებელია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ყველა სათანადო ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ საქმეს ნათელი მოეფინოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იბერიასთან“ და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ საქმეში ბევრი გვარი გაჟღერდა და გაჩენილ კითხვებს სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა უპასუხონ. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ საქმეში ბიძინა ივანიშვილის სახელიც ფიგურირებდეს, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს გამორიცხულია.

„მე ვიცი ბატონი ბიძინას პრინციპები და საქმისადმი მისი მიდგომა.

ბიძინა ივანიშვილი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება უზრუნველყო. ეს ელიტური კორუფცია საქართველოში 2012 წლამდე ყვაოდა და სწორედ მისი პრინციპების წყალობით, ქვეყნის მმართველობა რადიკალურად შეიცვალა.

ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და მისი პრინციპების დამსახურება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

21 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანისა და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერების საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, ლევან ყიფიანი ფინანსთა ყოფილი მინისტრებისთვის - ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ძვირადღირებულ ავტომობილებს ითხოვს.

„იბერიას“ დამფუძნებელმა და პარლამენტის წევრმა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, „ომეგა ჯგუფზე“ განხორციელებული ზეწოლის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს.

„იბერია“ ხელისუფლებას დაფინანსების წყაროს გადაკეტვასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. ტელეკომპანიის დამფუძნებლები ირწმუნებიან, რომ ხელისუფლებამ „ომეგა ჯგუფს“ ფინანსური პრობლემები ხელოვნურად შეუქმნა და მათ გადასაჭრელად მაღალჩინოსნები გარიგებას სთავაზობდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]