weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იმერეთის გუბერნატორის მესამე მოადგილედ ბესიკ გოფოძე დაინიშნა

18:40 ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018

იმერეთის გუბერნატორის, შავლეგო ტაბატაძის მესამე მოადგილედ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ბესიკ გოფოძე დაინიშნა. გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, გოფოძე რეგიონის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას, მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმების შესრულებას, სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის მუშაობას და სოფლის მეურნეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.

როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მესამე მოადგილის შტატი მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. აღნიშნული თანამდებობა 2017 წელს, მას შემდეგ გაუქმდა, რაც ყოფილი ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა.

ბესიკ გოფოძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 22 წელი სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. მათ შორის იყო დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი. მინიჭებული აქვს პოლკოვნიკის წოდება. სამსახურეობრივი ღვაწლისთვის მიღებული აქვს სახელმწიფოებრივი, უწყებრივი და საერთაშორისო ჯილდოები.

შავლეგო ტაბატაძე, რომელიც შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ყოფილი სარდალია, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იმერეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ერთი თვის წინ დანიშნა. ამ დრომდე მისი მოადგილეები მხოლოდ გრიგოლ დალაქიშვილი და იოსებ ხახალეიშვილი იყვნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]