weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კანაფის დედოფალი არ ვარ, საინფორმაციო კამპანიის დედოფალი ვიქნები - ზურაბიშვილი

16:12 სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018

„არანაირი კანაფის დედოფალი არ ვარ. მე ვიქნები დედოფალი იმ საინფორმაციო კამპანიის, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა გაიმართოს იმისთვის, რომ ახალგაზრდები მიხვდნენ, რამდენად სახიფათოა ეს მათი ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ურეკში, ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მხარდამჭერებს ნარკოტიკების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გააცნო და განმარტა, რომ მის დისკრედიტაციას აქვს ადგილი.

ურეკის კულტურის სახლში ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა, რომელმაც ზურაბიშვილს ღირსეული კანდიდატი უწოდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა გურიის ყოფილი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძეც.

სალომე ზურაბიშვილმა 16 სექტემბერს განაცხადა, რომ ის მზად არის გაუძღვეს საინფორმაციო კამპანიას და მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს. ამ საკითხზე კომენტარი კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა გააკეთა და ზურაბიშვილს „კანაფის დედოფალი“ უწოდა: „არ ვიცი, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ „კანაფის დედოფალი“ ნამდვილად გახდება“.

მას შემდეგ რაც ილია მეორემ სასულიერო პირებს მიმართა, პოლიტიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გააკეთონ, მეუფე იაკობმა განმარტა, რომ „კანაფის დედოფალი“ ხუმრობით თქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]