weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მერაბ ჭანუყვაძემ გურიის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა

09:38 ორშაბათი, 20 აგვისტო 2018
ფოტო: ნატო გოგელია ფოტო: ნატო გოგელია

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე. მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს, თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში“, - წერს მერაბ ჭანუყვაძე.

მიმდინარე წლის 26 ივლისს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან ხუთი რეგიონის – შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები გაათავისუფლა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერაბ ჭანუყვაძე თანამდებობიდან გადადგა, რაც მთავრობის ადმინისტრაციამ არ დაადასტურა. პრემიერ-მინისტრი ახალ გუბერნატორებს დღეს დანიშნავს.

მერაბ ჭანუყვაძე გურიის გუბერნატორის თანამდებობაზე 2017 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

 

ამ თემაზე:

პრემიერ-მინისტრმა 7 რეგიონში ახალი გუბერნატორები დანიშნა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]