weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Edison Research-ი საკუთარ მამას დაკლავს ფულის სანაცვლოდ – ნათელაშვილი კვლევაზე

15:31 ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-ის მიერ „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევას „ლეიბორისტული პარტიიდან“ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი უნდობლობას უცხადებს.

ნათელაშვილის თქმით, მას უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე გრიგოლ ვაშაძეს, დავით ბაქრაძესა და სალომე ზურაბიშვილს.

„დაწყებულია ჩვეულებრივი სარეიტინგო ომი. ახლა ივანიშვილის მოსყიდული სარეიტინგო კომპანია გამოგვიცხადებს შედეგებს და ვიქნებით ასე. რაც შეეხება Edison Research-ს, ეს არის ცნობილი სინდისგარეცხილი კომპანია, რომელიც საკუთარ მამას დაკლავს ფულის სანაცვლოდ. 

ვურჩევდი, რომ გააბოლონ ივანიშვილის მარიხუანა. ერთი ორი ნაფაზი დაარტყან. უფრო კარგ რეიტინგებს დაწერენ.არცერთი საღად მოაზროვნე არ დაიჯერებს, რომ ვაშაძეები, ბაქრაძეები და სალომეები არიან შალვა ნათელაშვილზე წინ. მაშინ ისტორია გაჩერებულა.

ვფიქრობ ისტორია საქართველოსი გრძელდება“, - განაცხადა „რუსთავი 2“-თან შალვა ნათელაშვილმა.

საზოგადოებრი აზრის კვლევის შედეგები დღეს „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, შეკითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას - პასუხები ასე გადანაწილდა: ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს ხმას 22% მისცემდა; „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს დავით ბაქრაძეს - 18%; „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს - 15%; „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატს შალვა ნეთალაშვილს - 8%; „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით უსუფაშვილს - 3%; „გირჩის“ კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს კი 2%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]