weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩვენი შიდა კვლევით სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს – კობახიძე

17:13 ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018
ფოტო: კობახიძემ და ზურაბიშვილმა სოხუმის დაცემის დღეს გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ფოტო: კობახიძემ და ზურაბიშვილმა სოხუმის დაცემის დღეს გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

„ასეთი კვლევები მუდმივად გვახსოვს არჩევნებიდან, თუმცა, ასევე გვახსოვს არჩევნების შედეგებიც. ჩვენი შიდა კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კვლევაზე, რომელიც Edison Research-მა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩაატარა.

„2017 წლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე კანდიდატმა ერთად 27% აიღო, მანამდე 2016 წლის არჩევნებში „ნაცმოძრაობამ“ 27% აიღო. ჩვენი ამოცანაა, რომ ის ამ 27%-ს არ გასცდეს“- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კობახიძის თქმით, რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევაა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ შიდა კვლევების შედეგებს არ ასაჯაროვებს.

Edison Research-ის კვლევის შედეგების მიხედვით, 28 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვებული ვერ გამოვლინდება და საჭირო გახდება მეორე ტურის ჩატარება. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შეკითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას - პასუხები ასე გადანაწილდა: ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს ხმას 22% მისცემდა; „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს დავით ბაქრაძეს - 18%; „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს - 15%; „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატს შალვა ნეთალაშვილს - 8%; „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით უსუფაშვილს - 3%; „გირჩის“ კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს კი 2%.

Edison Research-მა კვლევა 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]