weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცხინვალში ფაროსანა ამერიკული ლაბორატორიიდან გავრცელდა - მედოევი

19:45 პარასკევი, 28 სექტემბერი 2018

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი გამოეხმაურა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლას. ბახტაძემ ოს და აფხაზ თანამოქალაქეებს მიმართა და თქვა, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ მათთან ერთად წარმოუდგენია.

როგორც მედოევმა Sputnik-თან ინტერვიუში განაცხადა, გაეროს ტრიბუნიდან მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული განცხადებები, „ძველი სიმღერაა, რასაც მათი მხრიდან არანაირი რეაქცია და რეაგირება არ ექნება“.

„მეზობელი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება, რა თქმა უნდა, ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ გაიჟღერა ძალიან საინტრესო ფრაზებმა: ჩვენ კვლავ მეგობრებსა და თანამოქალაქეებს გვეძახიან.

უფრო ლოგიკური იქნებოდა, თუ ბატონი ბახტაძე თავის ამერიკელ მეგობრებს შეეკითხებოდა - როდემდე აპირებენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აზიური ფაროსანათი მოსპობას?

საქართველოს პრემიერის გამოსვლა იმ ფონზე მოხდა, როდესაც სამხრეთ ოსეთში აზიური ფაროსანის არსებობა ფიქსირდება. ეს როგორ შევაფასოთ?“, - განაცხადა მედოევმა.

მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთში აზიური ფაროსანა „საქართველოში მდებარე ამერიკული ლაბორატორიიდან გავრცელდა“.

„რთულია საქართველოს მოქალაქეების განწყობის შეფასება. შესაძლოა, მათ ეს მოსწონთ, მაგრამ ჩვენთვის სერიოზული საფრთხეა. ვნახეთ რა მოხდა აფხაზეთში, როდესაც იქ ეს მწერი გავრცელდა და არ გვინდა, სამხრეთ ოსეთში იგივე გამეორდეს“, - აღნიშნა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რამდენიმე თვის წინ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმაც განაცხადა, რომ შესაძლოა ფაროსანა, რომელიც მაშინ აფხაზეთში იყო გავრცელებული, ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში, საქართველოში მოქმედ ამერიკულ ლაბორატორიებში ხელოვნურად გამოიყვანეს. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ეს ვარაუდი საღ აზრს არის მოკლებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]