weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

4 ლარისთვის გაისვრით ხელს? 4 მილიონი ივანიშვილისთვის ფაქტობრივად იგივეა – ნუკრი ქანთარია

12:12 ორშაბათი, 01 ოქტომბერი 2018

„თქვენ ოთხი ლარისთვის გაისვრით ხელს? ოთხი მილიონი მილიარდერისთვის ფაქტობრივად იგივეა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით. ოქუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მას 4 მილიონის გადახდას აიძულებდა.

„კაცი [ზაზა ოქუაშვილი], თურმე, პატიოსნად იხდის გადასახადებს, თურმე ბიძინას ოთხი მილიონი ჰაერივით სჭირდებოდა. ერთი რამ მითხარით, თქვენ ოთხი ლარისთვის გაისვრით ხელს სადმე? ტალახში რომ დაინახოთ, ოთხ ლარს აიღებთ? ოთხი მილიონი მილიარდერისთვის ფაქტობრივად იგივეა.

ამდენ ქველმოქმედებას ახმარს და 4 ლარი გამოსწოვა, თურმე, ამდენი წვალების შემდეგ ასეთ ტანჯულ პერსონას“, - განაცხადა ქანთარიამ.

ნუკრი ქანთარია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს და ოქუაშვილის განცხადებებს ბრაზილიურ სერიალს უწოდებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მომხდარით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

„სერიალში, რომელსაც „რუსთავი 2“ წარმოგვიდგენს, გამოჩნდა სამართლიანობისთვის მებრძოლი, ტანჯული, ხალხზე მზრუნველი, ოთხმილიონწართმეული გმირი და გარკვეულწილად შეიკრა წრე სულთამხუთავ, ბოროტმოქმედთა, მებრძოლთა წრე - მიხეილ სააკაშვილი, ზაზა ოქუაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“. ამ სერიალს რომ სჭირდებოდა ასეთი გმირი, ამას მკითხაობა არ უნდა. დანარჩენი მეორე სეზონში იქნება - ლევან ყიფიანი იქნება მონასტერში მამა ლეონიდეს სახელით, თუ ფარცხალაძე მისი ძმა აღმოჩნდება, ამას ჩვენ უკვე ვნახავთ უახლოეს დღეებში. აუცილებელია საგამოძიებო ორგანოებმა გულუბრყვილო, ბრაზილიური სერიალების მოყვარულ ხალხს აჩვენონ და მათ ჰქონდეთ ყველა კითხვაზე პასუხი“, - აღნიშნა ქანთარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]