weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზაზა ოქუაშვილი თავის ყოფილ ჯალათს, სააკაშვილს შეეკრა – ქართული ოცნება

12:54 ორშაბათი, 01 ოქტომბერი 2018

პარტია „ქართული ოცნება“ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეექვსე წლისთავზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც არის შეფასებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დემოკრატიული გარდატეხიდან 6 წლის თავზე, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მედიასაშუალებები ცდილობენ „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ იმგვარი დანაშაულები, რომლებიც მათივე კრიმინალური პოლიტიკური ძალის ხელწერას განეკუთვნება“.

„გადაბრალების პოლიტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ტელეკომპანია „იბერიის“ გამოგონილი საქმე, რომელიც, რეალურად, სიგარეტის მწარმოებელი „ომეგა ჯგუფის“ მესვეურთა მიერ ინიცირებული და ნაცმოძრაობის მიერ ატაცებული ბინძური კამპანიაა. ამ კამპანიის მიზანი, ერთი მხრივ, ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონის, ანუ ხალხის კუთვნილი ფულის არგადახდა და, მეორე მხრივ, ხელისუფლების იმიჯის შელახვაა“, - აცხადებს მმართველი პარტია.

„ქართული ოცნება“ საზოგადოებას ახსნებს, რომ „ომეგას“ ბიზნესი გაანადგურა სააკაშვილმა, მან ქვეყნიდან განდევნა მისი დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და პირველს სწორედ მას წაართვა ტელევიზია. 

„ეს ბიზნესი და ტელევიზია ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით დაუბრუნდა მფლობელს.

დღეს ეს ადამიანი [ზაზა ოქუაშვილი], რომელმაც 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, თავის ყოფილ ჯალათს - სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას, ფარად კი ამ საქმეში ტელეკომპანიას „იბერიას“იყენებს.

უსუსური ეგრეთწოდებული ფარული ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ბიზნესის რეკეტი, ბიზნესმენების შანტაჟი და დაშინება, ქონების მიტაცება ყოველდღიური მოვლენა იყო.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არცერთი შემთხვევა და შესაბამისად, ვერავინ წარმოადგენს ამგვარი ფაქტის ვერცერთ მტკიცებულებას“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

30 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა ბიძინა ივანიშვილი მისთვის 4 მილიონის გამოძალვაში დაადანაშაულა. ივანიშვილმა ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე დღეს უარი თქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]