weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თამარ მეარაყიშვილი პრემიერს: იმედია მიპასუხებთ, რა დანაშაულის გამო მაიგნორებთ

14:11 ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2018

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დახმარების თხოვნით მიმართავს. მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ წელიწადი და ორი თვეა ფაქტობრივად ტყვეობაში იმყოფება და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პროკურატურა“ სისხლის სამართლის 3 სხვადასხვა მუხლით ასამართლებს.

„ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ერთი წელი ციხე მელის. ერთი წელია სასამართლო პროცესებზე დავდივარ ცხინვალში. როგორ ვახერხებ ამას? ჩემი ოჯახი, მეგობრები და უცნობი ადამიანები მეხმარებიან.

მეორე ზამთარი დაიწყება ჩემთვის ამ მდგომარეობაში და გადავწყვიტე საჯაროდ გთხოვოთ დახმარება - შეშა გასათბობად, ელექტროენერგიის გადასახადი, ფქვილი, შაქარი, წნევის აპარატი. ყურადღება მჭირდება მეც და ჩემ ოჯახსაც.

იმედს ვიტოვებ, რომ გამომეხმაურებით ან საჯაროდ მიპასუხებთ, რა დანაშაულის გამო მაიგნორებთ?“, - წერს თამარ მეარაყიშვილი.

თამარ მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციამ ოკუპირებულ ახალგორში დააკავა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურამ ის მმართველი პარტიის ცილისწამებაში დაადანაშაულა, რაც მეარაყიშვილმა პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლად შეაფასა. გარდა ამისა, ადგილობრივი პროკურატურა მას „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებას და ყალბი დოკუმენტის გამოყენებასაც ედავება.

2018 წლის აგვისტოში ერთი წელი გახდა, რაც თამარ მეარაყიშვილს დოკუმენტები აქვს ჩამორთმეული და ოკუპირებული რეგიონიდან გასვლა არ შეუძლია.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ მიმართული პროცესი არის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მისი გაჩუმებისა და მშობლიური ქალაქის დატოვების იძულების მცდელობა. 2018 წლის აპრილში სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს თამარ მეარაყიშვილის მიმართ, მისი და მისი ოჯახის უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის შემსუბუქების თვალსაზრისით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]