weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მზად ვართ 13 არასამთავრობო ორგანიზაცია პარტიებად დავარეგისტრიროთ – წულუკიანი

10:19 ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018

13 არასამთავრობო ორგანიზაცია, რეალურად, პოლიტიკური პარტიები არიან, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც არაფორმალურ მმართველობასა და ქვეყნის კრიმინალური მეთოდებით მართვაზე საუბრობენ.

„მე არა მარტო ვიზიარებ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებას არასამთავრობოების განცხადებაზე, არამედ ვფიქრობ უფრო მეტს.

ეს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია არა მარტო პოლიტიკურ ინტერესს ატარებს, ისინი რეალურად პოლიტიკური პარტიები არიან.

შესაბამისად, როგორც ჩანს, მათ აქვთ პოლიტიკური ამბიციები, ფორმალურადაც უნდა ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად. იუსტიციის სამინისტროს რეესტრში არსებობს პოლიტიკურ პარტიათა რეესტრი და ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, ისინი პოლიტიკურ პარტიებად დავარეგისტრიროთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საკუთარ განცხადებებში არასერიოზულობას იჩენენ, რის გამოც ხელისუფლებისთვის მათი რეკომენდაციები არაფერს ნიშნავს.

„ეს ორგანიზაციები უკვე მერამდენე წელია და თვეა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინონ ზედაპირული შეფასებებით, არასერიოზული განცხადებებით და ყველანაირი სტანდარტის დარღვევით, იქნება ეს სამართლებრივ, თუ ეთიკურ ჭრილში.

შესაბამისად, მათი სიტყვა უკვე პრინციპში ნიშნავს არაფერს. ეს არის ჩვენი სამოქალაქო, აი, ამ კონკრეტული სექტორის ნაწილის ძალიან დიდი ტრაგედია და პრობლემა“, - აცხადებს წულუკიანი.

მისივე თქმით, 13 არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მთავარია, რას იტყვიან პოლიტიკური პარტიები და მათი ასეთი ქცევა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას ჩრდილს აყენებს.

„ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მიმაჩნია სერიოზულად, საქართველოში მათი რიცხვი არ არის მხოლოდ 13, ისინი არიან 20-ჯერ 13 თუ არა, მეტი. ნუ იცინით, ჩვენს ქვეყანაში 13-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა, მათ შორის მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, დაბებში და აკეთებენ იმ საქმეს, რასაც ჰქვია სახელმწიფოებრივი, სამოქალაქო- საზოგადოებრივი საქმე. ის 13 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არღვევს უდანაშაულობის პრეზუმციას, დამნაშავედ აცხადებს უდანაშაულო ადამიანებს, რომელთა მიმართ განაჩენი არ არის გამოტანილი. ეს ე.წ. 13 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც არაფრად დაგიდევთ ფაქტებს, მათთვის მნიშვნელოვანია მათი გულშემატკივარი პოლიტიკური პარტიები რას იტყვიან, რომ მათ დაკრულზე აცეკვონ“, – განაცხდა წულუკიანმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება 1-ელ ოქტომბერს გაავრცელეს. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ. განცხადებაში საუბარია სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობაზე, მიკერძოებულ გამოძიებასა და პარლამენტის დასუსტებაზე.

განცხადების ავტორები არიან ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ფონდი, მწვანე ალტერნატივა და ა.შ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]