weather cur horoscope tv
აგვისტო 11, 2020

ბაქრაძეს 13.2% უჭერს მხარს, ვაშაძეს - 13%, ზურაბიშვილს - 10.2% – კვლევა

16:11 ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018 hits 2012

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მათ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს, სხვა კანდიდატებზე მაღალი რეიტინგი აქვს. კვლევა „ევროპული საქართველოს“ დაკვეთითა და დაფინანსებით ჩატარდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე - ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, 13.2%-მა განაცხადა, რომ დავით ბაქრაძეს მისცემდა ხმას. ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს გამოკითხულთა 13% უჭერს მხარს, სალომე ზურაბიშვილს – 10.2%; შალვა ნათელაშვილს – 4.6%; დავით უსუფაშვილს – 2.1%.

კვლევის მიხედვით, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება და ის ზურაბიშვილსა და ბაქრაძეს შორის შედგება, დავით ბაქრაძეს მხარს 42,5% დაუჭერს, სალომე ზურაბიშვილს –18,2%; იმ შემთხვევაში თუ მეორე ტური ზურაბიშვილს და ვაშაძეს შორის გაიმართება, გრიგოლ ვაშაძე – 40,4% მისცემს ხმას, სალომე ზურაბიშვილს კი 19,3%; ხოლო თუ მეორე ტურში ბაქრაძე და ვაშაძე გადავლენ, მაშინ 29,3% ბაქრაძეს დაუჭერს მხარს, 24,3% კი გრიგოლ ვაშაძეს.

ევროპული საქართველოს ცნობით, კვლევა 15-22 სექტემბერს კომპანია „ბი-სი-ჯიმ“ ჩაატარა. საველე სამუშაოები მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიის გამოკლებით. სულ გამოიკითხა 1505 ამომრჩეველი, კვლევის ცდომილება 2-3%-ია, კვლევის სანდოობა – 95%.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.

მსგავსი თემა:

არჩევნებზე ვაშაძეს 22% უჭერს მხარს, ბაქრაძეს 18%, ზურაბიშვილს 15% – კვლევა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]