კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე - ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, 13.2%-მა განაცხადა, რომ დავით ბაქრაძეს მისცემდა ხმას. ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს გამოკითხულთა 13% უჭერს მხარს, სალომე ზურაბიშვილს – 10.2%; შალვა ნათელაშვილს – 4.6%; დავით უსუფაშვილს – 2.1%.
კვლევის მიხედვით, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება და ის ზურაბიშვილსა და ბაქრაძეს შორის შედგება, დავით ბაქრაძეს მხარს 42,5% დაუჭერს, სალომე ზურაბიშვილს –18,2%; იმ შემთხვევაში თუ მეორე ტური ზურაბიშვილს და ვაშაძეს შორის გაიმართება, გრიგოლ ვაშაძე – 40,4% მისცემს ხმას, სალომე ზურაბიშვილს კი 19,3%; ხოლო თუ მეორე ტურში ბაქრაძე და ვაშაძე გადავლენ, მაშინ 29,3% ბაქრაძეს დაუჭერს მხარს, 24,3% კი გრიგოლ ვაშაძეს.
ევროპული საქართველოს ცნობით, კვლევა 15-22 სექტემბერს კომპანია „ბი-სი-ჯიმ“ ჩაატარა. საველე სამუშაოები მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიის გამოკლებით. სულ გამოიკითხა 1505 ამომრჩეველი, კვლევის ცდომილება 2-3%-ია, კვლევის სანდოობა – 95%.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.
მსგავსი თემა:
არჩევნებზე ვაშაძეს 22% უჭერს მხარს, ბაქრაძეს 18%, ზურაბიშვილს 15% – კვლევა