weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არასამთავრობო სექტორი ვერ არის გამოწვევების სიმაღლეზე, ეს უნდა გამოსწორდეს - ზურაბიშვილი

21:54 პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018

„დღევანდელ მსოფლიოში არასამთავრობოები ქალების დასაცავად უფრო ძლიერად გამოდიან, აქ ეს არ ხდება. პირიქით ხდება, რომ ჩემი დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოვარდნილი სიტყვებით გამოილაშქრეს ჩემ წინააღმდეგ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.

რუსთაველის თეატრში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი აგრესია, სიძულვილი, სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც თან ახლავს წინასაარჩევნო კამპანიას, აქამდე არსად უნახავს. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებს „სიტყვა არ უთქვამთ ამ აგრესიის, ლანძღვის, სიძულვილის ლექსიკის დასაგმობად, თუმცა ეს სიტყვები ქალის მიმართ იყო გამოყენებული“.

„მტკიცებულების გარეშე, გამოილაშქრეს და ბრალს მდებენ რასიზმსა და ქსენოფობიაში, რაც არის ძალიან დიდი ბრალდება. ეს ხუმრობა არ არის და რომ დამთავრდება არჩევნები, მე მგონი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, არა მხოლოდ ჩემთვის, იმიტომ, რომ მე არ ვარ ერთადერთი მოქალაქე, რომელმაც გაიარა ეს მძიმე მდგომარეობა, არამედ უნდა ვიფიქროთ როგორ სამართლებრივად, კანონმდებლობის კუთხით გამოვასწოროთ ეს საზოგადოებრივი არათანასწორი სიტუაცია. არ შეიძლება, ასე გაგრძელდეს, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ის, როგორც მომავალი პრეზიდენტი, დიდწილად საზოგადოებასთან ერთად იმუშავებს.

„სამწუხაროა, რომ ორი ძლიერი და მნიშვნელოვანი ნაწილი - თავისუფალი მედია და არასამთავრობო სექტორი, ვერ არიან თავიანთი გამოწვევების სიმაღლეზე და ესეც უნდა გამოსწორდეს, იმიტომ რომ ეს ორი ბერკეტი საზოგადოების ცხოვრებისა და სახელმწიფოს მშენებლობის არის აუცილებელი. აქ საუბარი არ არის, რომ უნდა შეიზღუდოს ან ერთი ან მეორე, მაგრამ ღირსება ორივესგან მოსათხოვია და მოეთხოვებათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]