weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის მერიამ გუბერნატორის მოადგილეს მანქანა ერთი წლით ათხოვა

17:13 ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018
ფოტოზე ნინო ვიბლიანი ფოტოზე ნინო ვიბლიანი

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს ზუგდიდის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილი გადაეცა. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, ავტომობილ Toyota Land Cruiser-ის საბალანსო ღირებულება 22 766 ლარია.

სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც აქამდე მერის მოადგილე მაიზერ ნანავა სარგებლობდა, გუბერნატორის მოადგილეს ერთი წლით ათხოვეს.

„როგორც ჩვენ ვიცით, ეს ავტომობილი უნდა გადაეცეს გუბერნატორის იმ მოადგილეს, რომელიც ზემო სვანეთის მხარეს კურირებს“, - აღნიშნა ლაგვილავამ საკრებულოს სხდომაზე.

ავტომობილის გადაცემის საკითხს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ არ ეთანხმებოდა. ირაკლი ღურწკაიას განმარტებით, ის სატრანსპორტო საშუალებები, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე ირიცხება, მუნიციპალიტეტს თავადაც სჭირდება.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კიდევ შვიდი მუნიციპალიტეტია. ნებისმიერს შეეძლო მსგავსი დახმარების გაწევა“, - განაცხადა ღურწკაიამ.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მერის ყოფილი წარმომადგენელი ნინო ვიბლიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ 20 აგვისტოს დაინიშნა.

გუბერნატორის ადმინისტრაციამ ავტომობილის გადაცემის მოთხოვნით ზუგდიდის მერიას ერთი თვის წინ მიმართა.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]