weather cur horoscope tv
ოქტომბერი 20, 2021

„ქართუ“ ბანკისგან მილიონი ლარის სესხი ზურაბ ჯაფარიძემაც მოითხოვა

00:17 ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018 hits 994

„გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ქართუ“ ბანკისგან სესხად 1 მილიონი ლარი მოითხოვა. ჯაფარიძემ საკრედიტო დეპარტამენტში განაცხადი მას შემდეგ წარადგინა, რაც „ქართუ“ ბანკმა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მილიონი ლარი ასესხა.

„სალომე ზურაბიშვილი კანდიდატია, მეც კანდიდატი ვარ; არჩევნებში იღებს მონაწილეობას – არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას; მილიონი მისცეს – მილიონი მომცენ“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

მისივე თქმით, „ქართუში“ განაცხადის შეტანის დროს, ადგილზე არ იმყოფებოდა არცერთი ადამიანი, რომელიც აუხსნიდა, როგორ მოხდა სალომე ზურაბიშვილზე მილიონიანი სესხის გაცემა.

„ძალიან ზრდილობიანი ხალხი იყო. დაიტოვეს ჩემი განაცხადი და საბუთები, რომლებიც ადასტურებდა, რომ მე ნამდვილად პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ. მომცეს თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია, დაიტოვეს ჩემი და მითხრეს, რომ განიხილავენ. ანუ, ამ მომენტში „ქართუ ბანკში“ განიხილება, მომცემენ თუ არა ერთ მილიონს სესხად იმისათვის, რომ დარჩენილ დღეებში გამოვიყენო და კამპანია ავაფეთქო“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქართუ“ ბანკისგან სალომე ზურაბიშვილმა მილიონი ლარის ოდენობით კრედიტი აიღო.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებზე ხმების 10%-ს ან მეტს დააგროვებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]