weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

პოლიტიკა

დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრად ვლადიმერ ანუა დანიშნა. ანუა მანამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს და ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელს ბათლომე შელიას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. ამავე საქმეზე ბრალდებულია „წითელი ჯვრის“ მოხალისე დავით…

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად დავით ჩიკვაიძე წარადგინა.

„ვერ დავუშვებ, რომ ორი დამნაშავის გამო სიტუაცია გამძაფრდეს. მე ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ“, - ასე ახსნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს. ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ დასმულ კითხვას, თუ რა კავშირი აქვს კოკა ყანდიაშვილს მმართველ…

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შოთა ხაჟომია თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა მერაბ წურწუმიამაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ადასტურებს. სამინისტროს განმარტებით, პერიოდულად ჩანაცვლება ხდება.

დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში მსჯავრდებული ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე მერი გია გულორდავა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

16 აპრილს საქართველოს პარლამენტი გეგმავს კანონპროექტის განხილვას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს ტყეები საკუთრებაში გადაეცეს.

„იმ კომპანიებს, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და ვისაც ანაზღაურება ეკუთვნოდა ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე და ესეც არ გადაუხადეს, მათ ყველას მივაკითხავთ, დარწმუნებულები იყვნენ ამაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]