საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო“ საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქარაძემ განაცხადა.
ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია საპარლამენტო პარტიებს მოუწოდებს, მიუხედავად 8 მარტის შეთანხმების სრულად შეუსრულებლობისა, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
„ქართული ოცნება“ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენებს აფასებს. განცხადებაში, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევიდან ერთი წლისთავზე გავრცელდა, პარტია აღნიშნავს, რომ ლეგიტიმური ოპერაცია ჩაატარეს, აქციის მონაწილეების ჯანმრთელობის დაზიანებაზე კი…
ნინო ჯავახაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ცნობილი მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან გახდა ცნობილი. ჯავახაძის თქმით, 15-წლიანი მუშაობის შემდეგ, საჯარო სამსახურს ტოვებს.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმსახურებს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილება გუნდმა უნდა მიიღოს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შესაძლო შეწყვეტის საკითხს საქართველოს პრეზიდენტი განცხადებით გამოეხმაურა.
საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ მას.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა. ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად „ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ელენე ხოშტარია დაასახელეს, გლდანში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი ნიკა მელია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, ამავე მოძრაობის წევრმა ლევან იოსელიანმა და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მისთვის მეორეხარისხოვანია 2019 წლის 20 ივნისს ესროდნენ თუ არა სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს დამიზნებით. გახარიას თქმით, მისთვის მთავარია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანას დიდი დესტაბილიზაცია აარიდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11