weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პოლიტიკა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე, კვორუმის არ არსებობის გამო, თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. ამას წინ უძღოდა უმრავლესობაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით, N4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი დააკავეს. 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლის დროს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს „დაქეციანებულები“უწოდა. წულუკიანი ამ დროს ველობილიკების შექმნაზე საუბრობდა.

თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. სხდომაზე დამსწრე 43 დეპუტატიდან მას 27-მა დაუჭირა მხარი, ერთმა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი…

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან, სადაც გადამწყვეტი ხმები აქვს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს რუსთავსა და მარტვილში დააყენებს, ხოლო ზუგდიდის, სენაკის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის საკრებულოებში არც თავმჯდომარეობის კანდიდატები ეყოლება…

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიდან „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოში ახლად არჩეული წევრები – ნინო ბაციაშვილი და აკაკი გვიანიძე დღეს, პირველ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა…

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამერკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში 5%-იანი ბარიერი და პროპორციული საარჩევნო სისტემაა, თუმცა იქ ტირანია არ ყალიბდება.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა კომენტარი გააკეთა კონსტიტუციურ კანონის პროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაში, მომდევნო ორ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი 2%-მდე დაიწევს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უარყო პროკურატურის ბრალდება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საზღვარგარეთის კლინიკებში ბოტოქსს იკეთებდა. მისი თქმით, ეს კანის სნეულების მკურნალობა იყო. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი 29 ნოემბრის სასამართლო პროცესის შემდეგ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. სააკშვილის თქმით, ის მზად არის ყველა პრეტენზიის მოსასმენად და ბოდიშის მოსახდელად, თუმცა, როდესაც მისგან მეტ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]