საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრეა, რადგან არსებული ლიბერალური ნარკოპოლიტიკა აბსოლუტურად მავნებლური და დამაზიანებელია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აჭარაში, გონიოში ახალ ქალაქის აშენება იგეგმება, სადაც „გემბლინგ სითიც“ [აზარტული თამაშების ქალაქი] უნდა გაკეთდეს. ღარიბაშვილის თქმით, გონიოს პროექტს საზოგადოებას უახლოეს რამდენიმე თვეში წარუდგენენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, კვირის ბოლოს წარადგენს სტრატეგიას, რომელიც ოპოზიციას გამარჯვებამდე მიიყვანს. ამის შესახებ მელიამ რუსთაველის გამზირზე თქვა, სადაც „ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდა.
„ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართა, რომელშიც რიგით მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ ჩაბმული.
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემს, საკუთარ სასამართლო სხდომებს აუცილებლად უნდა დაესწროს – თუ ფიზიკურად ვერ მოხერხდა, დისტანციურად მაინც.
გორში, წერეთლის ქუჩაზე, „ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, აქცია-პერფორმანსი გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს მისი გათავისუფლება.
გერმანულმა გამოცემა BILD-მა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ კრიტიკული სტატია „სერიოზული პასუხები საქართველოდან, ცუდი ეჭვები გერმანიის ელჩის მიმართ“ გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია, რომ გერმანელი დიპლომატი აშკარად პრო-სამთავრობო პოზიციის მქონედ მიიჩნევა…
„ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში იმყოფებიან და ევროპარლამენტარებს ხვდებიან. როგორც კობახიძემ განაცხადა, საუბრის ერთ-ერთი თემა ალბათ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც იქნება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავზე რევოლუციის მნიშვნელობასა და ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიან პერიოდზე საუბრობს. მისი თქმით, ამ პერიოდში ქვეყანა ყველაზე სწრაფად ვითარდებოდა და „რეგიონის სუპერვარსკვლავად“…
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ახლა მთავარი საკითხი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებაა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11