weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„რივერ პლეიტი“ და „ბოკა ხუნიორსი“ მადრიდში თამაშს არ აპირებენ

11:00 შაბათი, 01 დეკემბერი 2018

2018 წლის ლიბერტადორესის თასის ფინალს, რომელიც „რივერ პლეიტსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის უნდა გაიმართოს, მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუ“ 9 დეკემბერს უმასპინძლებს, თუმცა CONMEBOL-ის მიღებულ გადაწყვეტილებას არცერთი მხარე ეთანხმება.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, „ბოკა ხუნიორსი“ უარს ამბობს მადრიდში თამაშზე და საერთოდ - საპასუხო ფინალში მონაწილეობაზეც. კლუბი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებსდა „რივერ პლეიტისთვის“, რომლის ქომაგების საქციელის გამოც ფინალური შეხვედრა გადაიდო, ტექნიკურ წაგებას (0:3) მოითხოვს.

თავის მხრივ, არც „რივერ პლეიტი“ ეთანხმება მადრიდში ფინალის გამართვის გადაწყვეტილებას. კლუბმა დღეს ოფიცალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „რივერ პლეიტი“ გაასაჩირვებს CONMEBOL-ის მიღებულ გადაწყვეტილებას მატჩის მადრიდში ჩატარებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (CONMEBOL) „რივერ პლეიტს“ გარდა იმისა, რომ „სუპერკლასიკოს“ მასპინძლობის უფლება ჩამოართვა, 400 000 აშშ დოლარით დააჯარიმა და 2019 წელს ორი საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარებაც დაურთო.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკული პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალური შეხვედრის პირველი მატჩი ორ ბუენოს აირესულ გუნდს შორის, „ბოკა ხუნიორსის“ სტადიონზე შედგა და ფრედ 2:2 დასრულდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]