weather cur horoscope tv
ივლისი 12, 2020

„ოქროს ბურთი“ ლუკა მოდრიჩმა მოიგო

10:35 სამშაბათი, 04 დეკემბერი 2018 hits 541

წლის ყველაზე პრესტიჟული პირადი საფეხბურთო ჯილდო ლუკა მოდრიჩისაა. მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების წევრს ჟურნალ „ფრანს ფუტბოლის“ მიერ 2018 წლის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული „ოქროს ბურთი“ გადაეცა.

წლის ყველაზე პრესტიჟული პირადი საფეხბურთო ჯილდო ლუკა მოდრიჩისაა. მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების წევრს ჟურნალ „ფრანს ფუტბოლის“ მიერ 2018 წლის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული „ოქროს ბურთი“ გადაეცა.

მოდრიჩმა 753 ქულა მიიღო, მეორე ადგილზე კრისტიანო რონალდო გავიდა 478 ქულით, „ბრინჯაოს ბურთი“ კი ფრანგ ანტუან გრიზმანს ერგო (414 ქულა).

33 წლის ლუკა მოდრიჩი პირველი ხორვატია, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიგო, ამასთანავე იგი „რეალის“ მე-7 ფეხბურთელია, რომელმაც ხსენებული ჯილდო მოიპოვა. მადრიდული კლუბი ამ მხრივ დაწინაურდა, თუმცა „ოქროს ბურთების“ ჯამური რაოდენობით „ბარსელონას“ გაუთანაბრდა - ორივე ესპანური გრანდის ფეხბურთელებს 11-11-ჯერ აქვთ „ოქროს ბურთი“ მოგებული.

აღსანიშნავია, რომ 2007 წლის შემდეგ, როდესაც „ოქროს ბურთი“ ბრაზილიელმა კაკამ მოიგო, პირველად მოხდა, რომ ჯილდო ლიონელ მესისა და კრისტიანო რონალდოს გარდა სხვა ფეხბურთელმა მოიპოვა - ლუკა მოდრიჩმა ამ მხრივ ათწლიანი ხანა დაასრულა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩმა მიმდინარე წელს ასევე მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, UEFA-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზი და FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო.

რაც შეეხება „ფრანს ფუტბოლის“ მიერ ახლახანს დაწესებულ ორ ახალ ჯილდოს, რომელიც საუკეთესო ქალი ფეხბურთელისა და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის იყო განკუთვნილი, ისინი პირველად ერგო ნორვეგიელ ქალ ფეხბურთელ ადა ჰეგერბერგსა (ლიონის ოლიმპიკი) და ფრანგ კილიან მბაპეს (პარი სენ-ჟერმენი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: paata.ick@gmail.com

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყარო