weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიორგი ჩხეიძემ მსოფლიო პირველობაზე სამი მედალი მოიპოვა

10:06 შაბათი, 24 ივნისი 2017

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა გიორგი ჩხეიძემ (+105 კგ) ტოკიოში დასრულებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა. 19 წლის ქართველი მძიმეწონოსანი ფიცარნაგზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა და მართალია, შტანგის სიმძიმით თავისი შარშანდელი შედეგები ორივე მოძრაობაში და შესაბამისად ორჭიდშიც საგრძნობლად გააუმჯობესა, მაგრამ ამჯერად უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება მაინც ვერ შეძლო. 

პირველ მოძრაობაში - ატაცში ჩხეიძემ სამივე ცდა გამოიყენა: 175, 180 და 184-კილოგრამიანი შტანგები აიტაცა და მცირე ბრინჯაოს დაეუფლა. აკვრაში კი 221 კილოგრამის დამორჩილება ზედიზედ ორჯერ ვერ შეძლო და უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ მესამე მისვლაზე სიმძიმეს ერთი კილოგრამი მაინც წაამატა და ჩემპიონატი წარმატებული ცდით დაასრულა.

222 კგ აკვრაში მესამე შედეგი აღმოჩნდა და საქართველოს ნაკრების უმძიმესი წევრი მეორედ ავიდა პოდიუმზე. ორჭიდის ჯამში კი გიორგი ჩხეიძემ 406 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა. შარშან, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მისი მაჩვენებელი 379 (172+207) კილოგრამი იყო, ოღონდ მაშინ 105 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა და ყველა კონკურენტს აჯობა.

მსოფლიოს ჩემპიონი სომეხი სიმონ მარტიროსიანი გახდა 426 (191+235) კილოგრამით. მესამე საპრიზო ადგილი კი სერბმა ტამას კაჟდოცმა (403 კგ) დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე სულ 4 სპორტსმენით გამოვიდა და 7 მედალი მოიპოვა: პირველმა წარმატებას რეზი დავითაძემ მიაღწია, რომელიც 85 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ატაცში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ორჭიდის ჯამში კი ბრინჯაოს დასჯერდა. დავით ხეცურიანმა (105 კგ) კი ატაცში ოქრო მოიგო, ხოლო ორჭიდში – ვერცხლი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]