„ნაწილობრივშერცხვენილად ვგრძნობ თავს, რადგან ძალიან დიდი მონდომებით ვემზადებოდი ამ ბაშოსთვის. სამწუხაროა, რომ კისენოსატოს შემდეგ ბაშოს გაგრძელებას ვერც მე ვახერხებ“, - აღნიშნა 33 წლის მანგალჟალავინ ანანდმა იგივე კაკურიუმ.
დარჩენილ შეხვედრებში კაკურიუს ტოჩინოშინისა და კისენოსატოს მსგავსად წაგებები ჩაეთვლება.
შეგახსენებთ, რომ კუნთის ტრავმის გამო იანვრის ბაშოს ტოჩინოშინი 4 მარცხის შემდეგ გამოეთიშა, იაპონელმა იოკოზუნამ კი ასევე წაგებების გამო კარიერის დასრულებაზე გააკეთა განცხადება.