weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ოზურგეთში გასამართი 23-წლამდელთა ჭიდაობის ჩემპიონატი გადაიდო

14:06 ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019

26 და 27 იანვარს, ოზურგეთში გასამართი საქართველოს პირველობა 23 წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გადაიდო. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეჯიბრის თარიღის შესახებ ზუსტი ინფორმაცია რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.

ჩემპიონატის გადადების ოფიციალური მიზეზი არ სახელდება, თუმცა ცვლილება სავარაუდოდ ჭიდაობის ფედერაციის გარშემო განვითარებულ მოვლებს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე კადავებულია.

გეგეშიძე 11 იანვარს სპორტის სასახლეში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს მიმართ ფიზიკური ძალადობისთვის დააკავეს, პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით კი მოჭიდავეებმა შეკრება შეწყვიტეს და აქცია გამართეს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]