weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მერვედფინალური შეხვედრები დასრულდა

10:26 ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2019

2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპის პირველი წრე „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ გამარჯვებებით დასრულდა. ორივე მატჩში მოვლენები საინტერესოდ წარიმართა და შეხვედრების ბედი მეორე ტაიმებში გადაწყდა.

მატჩამდე ატლეტიკო-იუვენტუსის წყვილს თანაბარი ძალის მქონედ მიიჩნევდნენ. სტადიონ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“, სადაც წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა შედგეს, დიეგო სიმეონეს გაწვრთნილი მადრიდელები უაღრესად მოტივირებულები თამაშობდნენ. პირველ ტაიში შეიქმნა სახიფათო მომენტები - ჯერ კრისტიანო რონალდომ გაისროლა ჯარიმიდან, რაც იან ობლაკმა მოიგერია, შემდეგ კი „ატლეტიკო“ ითხოვდა პენალტს, რომელიც საჯარიმოს გარეთ დარღვევად დაფიქსირდა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა მძლავრად შეუტიეს, დროული და საჭირო შეცვლებიც გააკეთეს და ტურინელები პირწმინდად დაჩაგრეს. ჯერ მეკარესთან პირისპირ გასულმა დიეგო კოსტამ ისეთი ააცილა, ვერავინ მხივდება როგორ და რატომ, შემდეგ შეცვლაზე შესულმა ალვარო მორატამ გაუტანა ყოფილ კლუბს, თუმცა გოლი თავდამსხმელის მხრიდან ცმველზე უხეშობის გამო გაუქმდა, ხუთ წუთში კი ურუგვაელმა მცველმა ხოსე ხიმენესმა დააწინაურა „როხიბლანკო“. „ატლეტიკომ“ კიდევ უფრო შეუტია და ანტუან გრიზმანმა ძელს მოარტყა ბურთი, მაგრამ მეორე გოლი ხუთწუთიანი ინტერვალით მაინც გავიდა - თავი ისევ ურუგვაელმა მცველმა, ამჯერად დიეგო გოდინამ გამოიჩინა და მასიმილიანო ალეგრის გუნდიც მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქარიზმატულმა დიეგო სიმეონემ მორიგი შეხვედრა მოიგო თავისი სამწვრთნელო ცოდნით, „იუვენტუსის“ დღე კი აშკარად არ იყო. ტურინულ გრანდს, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება, განმეორებით შეხვედრაში უდიდესი ძალისხმევა მოუწევს მეოთხედფინალში გასასვლელად.

მადრიდის ატლეტიკო - იუვენტუსი 2:0

ხ. ხიმენესი (78), გოდინი (83).

უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა პარალელურად მიმდინარე შეხვედრა, სადაც აშკარა ფავორიტად პეპ გვარდიოლას გუნდი მიიჩნეოდა. ანგარიშიც მე-18 წუთზე სწორედ „მანჩესტერ სიტიმ“, კერძოდ კი მთავარმა მეგოლე სერხიო აგუერომ მეტოქის დაცვის შეცდომის შედეგად გახსნა. ყველას ეგონა, ინგლისური კლუბი მორიგ გოლეადას დადგამდა, მაგრამ ტაიმი მასპინძელმა „შალკემ“ მოიგო - ორი დანიშნული პენალტი ზუსტად გამოიყენა ალჟირელმა შუახაზელმა ნაბილ ბენტალებმა და დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში გამართულ ბრძოლაში „სიტის“ წამყვანი მცველი ნიკოლას ოტამენდი 68-ე წუთზე გაუძევეს. მიუხედავად ამისა, გვარდიოლას გუნდმა გათანაბრება და გამარჯვება შეძლო - ფინიშამდე ხუთი წუთით ადრე ლეროი სანმე გაუტანა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით მშობლიურ გუნდს, გამარჯვების გოლი კი ბოლო წუთზე რაჰიმ სტერლინგმა შეაგდო და გელზენკირხენელები შემდეგი ეტაპისთვის ბრძოლას პრაქტიკულად გამოთიშა.

შალკე 04 - მანჩესტერ სიტი 2:3

0:1 აგუერო (18) 1:1 ბენტალები (38 პ.) 2:1 ბენტალები (45 პ.) 2:2 სანე (85) 2:3 სტერლინგი (90).

 

ამ თემაზე:

პარიზელთა გამარჯვება მანჩესტერში და ძანიოლოს დუბლი რომში

„აიაქსი“ შინ დამარცხდა, „ტოტენჰემმა“ ბუნდესლიგის ლიდერი გაანადგურა

უგოლო დღე ჩემპიონთა ლიგაზე

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]