როგორც იტალიური მედია წერს, ქართველი ტალანტი შესანიშნავ სეზონს ატარებს, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო „გენტში“ ჩემპიონატისა და სათასო შეხვედრებში 5 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა. SportMediaset-ის სტატიაში ნახსენებია, რომ ჩაკვეტაძის ფასი დაახლოებით 10 მილიონი ევროა და „სამპდორიას“ გარდა მას რომაული გუნდები - „ლაციო“ და „რომაც“ აქტიურად აკვირდებიან.
„სამპდორიამ“, რომელიც იტალიის მიმდინარე ოცგუნდიან ჩემპიონატში ამჟამად მე-10 ადგილზეა, ბოლოს ბელგიური კლუბებიდან ბელგიელი დენის პრატი და გამბიელი ომარ კოლი შეიძინა, შესაბამისად - „ანდერლეხტიდან“ და „გენკიდან“.
ამ თემაზე: