weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

განახლებულ რეიტინგში ორივე ქართველი სუმოისტი დაწინაურდა

10:38 სამშაბათი, 26 თებერვალი 2019

იაპონიის პროფესიული სუმოს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულმა განახლებულმა რეიტინგმა ბანძუკემ ქართველი სუმოტორებისთვის სასიკეთო შედეგები მოიტანა და ორივე მათგანი დაწინაურდა.

მისთვის სარეკორდო, აღმოსავლეთის მე-2 ოძეკის წოდება მოიპოვა ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ლევან გორგაძემ, რომელმაც უკანასკნელი ტურნირი ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა და ახლა ტიტულის შესანარჩუნებლად მინიმალური დადებითი ბალანსი მაინც უნდა დააფიქსიროს.

კონკურენტების წაფორხილებით კარგად ისარგებლად თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ, რომელმაც მეორე დივიზიონ ჯურიოში იანვრის სუპერტურნირზე 15-დან მხოლოდ 8 ორთაბრძოლა მოიგო, თუმცა ერთბაშად 6 პოზიციით დაწინაურდა. ამგვარად, გაგამარუ რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში აღმოსავლეთის მე-8 ნომერი გახდა.

მას შემდეგ, რაც კარიერა დაასრულა იაპონელმა იოკოზუნა კისენოსატომ, დიდი ჩემპიონის რანგში მხოლოდ მონღოლები – ჰაკუჰო და კაკურიუ შემოგვრჩნენ, ოძეკები კი, ტოჩინოშინის გარდა, ტაკაიასუ და გოეიდო არიან, სეკივაკეებად ტაკაკეიშო და იანვრის ბაშოს ტრიუმფატორი ტამავაში მოგვევლინებიან, კომუსუბებად კი – მიტაკეუმი და ჰოკუტოფუჯი.

შეგახსენებთ, რომ საგაზაფხულო ტურნირ ჰარუ ბაშოს 10-24 მარტს იაპონიის ქალაქი ოსაკა უმასპინძლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]