weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მიმდინარე სეზონში „ბარსელონამ“ „რეალი“ მესამედ დაამარცხა

17:57 კვირა, 03 მარტი 2019

კატალონიურმა „ბარსელონამ“ თავის ყველაზე მთავარ მეტოქეს, მადრიდის „რეალს“, მიმდინარე კვირაში მეორე მადრიდული მატჩი მოუგო. რიგით 241-ე ოფიციალური „ელ კლასიკო“ ორივე გუნდისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევით გამოირჩეოდა.

მთავარი ისაა, რომ „ბარსელონამ“ მადრიდის „ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოპოვებული უკანასკნელი გამარჯვებით „ელ კლასიკოს“ დაპირისპირებებში მოგებათა რაოდენობით „რეალს“ გადაუსწრო - 96:95. ამასთანავე „ბარსა“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც მადრიდული გრანდი მისავე მოედანზე სამდღიან ინტერვალში ორჯერ დაამარცხა - მოგეხსენებათ, შუა კვირაში ერნესტო ვალვერდეს გუნდმა „რეალს“ ესპანეთის თასზეც სძლია. უფრო შორს თუ წავალთ, უკანასკნელ 10 წელიწადში „ბარსელონამ“ მადრიდში „რეალს“ 10 შეხვედრა მოუგო.

მატჩი ამჯერად პრიმერა დივიზიონის 26-ე ტურში შედგა. მასპინძელი „რეალი“ მოსაგებად იყო განწყობილი, ცდილობდა, უტევდა, მაგრამ ენერგია არ ყოფნიდა. შეხვედრის ბედი ივან რაკიტიჩის ერთადერთი გოლით გადაწყდა და „რეალიც“ ფაქტობივად, გამოეთიშა საჩემპიონო ბრძოლას, რადგან ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში ლიდერ „ბარსელონასთან“ 12-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან რთული იქნება.

აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პრიმერა დივიზიონის პირველ წრეში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „რეალი“ 5:1 გაანადგურა, რასაც მადრიდული  გრანდიდან ხულენ ლოპეტეგის გათავისუფლება მოყვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]