ცნობილი ხდება, რომ გარეთ ბეილი, მარკოს ლიორენტე, დანიელ სებალიოსი, სერხიო რეგილონი და მარიანო დიასი კლუბს დატოვებენ, თუმცა „სამეფო კლუბისთვის“ პრობლემა შესაძლოა, უელსელი ვარსკვლავის გაყიდვა აღმოჩნდეს - ამისათვის რამდენიმე მიზეზი არსებობს: მაღალი სატრანსფერო ღირებულება, ხელფასი (წელიწადში 15 მილიონი ევრო) და თავად ფეხბურთელის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დარჩენის სურვილი.
შეგახსენებთ, რომ „რეალის“ წარუმატებელ სეზონში ზიდანის დაბრუნების შემდეგ გუნდის ძირითადი სტრატეგია ტრანსფერებისკენაა მიმართული.
ამ თემაზე: