weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„მესი 45 წლამდე ითამაშებს“ - ბარტომეუ

10:40 შაბათი, 04 მაისი 2019

სანამ ლიონელ მესი მიმდინარე სეზონშიც დგამს საფეხბურთო შოუებს, მის თამაშს სხვადასხვა სპეციალისტები აფასებენ. ამჯერად „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ ისაუბრა მესის შესახებ.

„მას 45 წლამდე თამაშიც შეუძლია, რატომაც არა? ვიცით, რომ ის კიდევ მინიმუმ 5 წელი ითამაშებს. არ ვიცით, როდის წავა, მაგრამ იქამდე დარჩება, სანამ მოუნდება.“ - აღნიშნა ბარტომეუმ.

„მესის წასვლისთვის ვემზადებით: დემბელეს, ლენგლესა და არტურის მსგავსი ფეხბურთელები სწორედ იმიტომ გვყავს, რომ მისი წასვლის შემდეგ ითამაშონ. ვფიქრობ, იქამდე კიდევ შორია. არა მგონია, ეს დღე ახლოს იყო. ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნებით, რომ თითოეული წუთი მაქსიმალურად გამოიყენონ.“ - განმარტა კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა.

ბარტომეუმ პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის კარიერა პელეს შეადარა, რომელიც „სანტოსთან“ იყო დაკავშირებული. მისი თქმით, მესი, რომელიც ივნისში 32 წლის შესრულდება, მსოფლიო ფეხბურთს ეკუთვნის, მაგრამ მთელი ცხოვრება „ბარსაში“ აქვს გატარებული და ის ერთი კლუბის ადამიანი იქნება.

 

მსგავსი სტატია:

ესპანელი გენეტიკოსი ამტკიცებს რომ მესის კლონის შექმნა შეუძლია

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]