„მას 45 წლამდე თამაშიც შეუძლია, რატომაც არა? ვიცით, რომ ის კიდევ მინიმუმ 5 წელი ითამაშებს. არ ვიცით, როდის წავა, მაგრამ იქამდე დარჩება, სანამ მოუნდება.“ - აღნიშნა ბარტომეუმ.
„მესის წასვლისთვის ვემზადებით: დემბელეს, ლენგლესა და არტურის მსგავსი ფეხბურთელები სწორედ იმიტომ გვყავს, რომ მისი წასვლის შემდეგ ითამაშონ. ვფიქრობ, იქამდე კიდევ შორია. არა მგონია, ეს დღე ახლოს იყო. ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნებით, რომ თითოეული წუთი მაქსიმალურად გამოიყენონ.“ - განმარტა კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა.
ბარტომეუმ პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის კარიერა პელეს შეადარა, რომელიც „სანტოსთან“ იყო დაკავშირებული. მისი თქმით, მესი, რომელიც ივნისში 32 წლის შესრულდება, მსოფლიო ფეხბურთს ეკუთვნის, მაგრამ მთელი ცხოვრება „ბარსაში“ აქვს გატარებული და ის ერთი კლუბის ადამიანი იქნება.
მსგავსი სტატია:
ესპანელი გენეტიკოსი ამტკიცებს რომ მესის კლონის შექმნა შეუძლია