weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სატრანსფერო სიახლეები: გრიზმანი „ბარსელონაში“ ითამაშებს

18:31 ოთხშაბათი, 15 მაისი 2019

საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება და უკვე ხმაურდება მომავალი სატრანსფერო ბაზრის სიახლეები.

როგორც ჩანს, ანტუან გრიზმანი საბოლოოდ, მაინც შეუერთდება „ბარსელონას“, მიუნხენის „ბაიერნმა“ არიენ რობენსა და ფრანკ რიბერისთან გამოთხოვების შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ წევრ ლეროი სანეს ტრანსფერზე დაიწყო მუშაობა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი კვლავ ცდილობს ალექსის სანჩესისა და პოლ პოგბას გასხვისებას.

ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ „ბარსელონა“ დარწმუნდა, რომ კლუბმა ზაფხულში ანტუან გრიზმანი უნდა გაიფორმოს - ფრანგი თავდამსხმელი ოფიციალურად დაემშვიდობა მადრიდის „ატლეტიკოს“, მისი კატალონიურ გრანდში ტრანსფერით კი „რეალ სოსიედადიც“ მიიღებს პროცენტს. შეგახსენებთ, რომ გრიზმანის „ბარსელონაში“ გადასვლა ჯერ კიდევ გასულ წელს იყო შესაძლებელი. აქვე გეტყვით, რომ, კატალონიური გრანდი სეზონის ბოლოს ბევრ ფეხბურთელს, მათ შორის ფილიპე კოუტინიოს, ივან რაკიტიჩსა და იესპერ სილესენს შეელევა, თანაც „ბარსელონა“ ერთ ნაბიჯშია ჰოლანდიის ეროვნული გუნდისა და „აიაქსის“ 19 წლის მცველის, მატეის დე ლიგტის შეძენასთან.

ფრენკი დე იონგი „ბარსაში“ ითამაშებს

ზემოთხსენებული ფილიპე კოუტინიო შესაძლოა, „რეალში“ წამსვლელი ედენ აზარის შემცვლელად გადავიდეს ლონდონის „ჩელსიში“.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ალექსის სანჩესს დიდი ალბათობით, მილანის „ინტერში“ იჯარით გაუშვებს, პარალელურად კი „რეალთან“ მოლაპარაკებებს აგრძელებს პოლ პოგბასთან დაკავშირებით. 26 წლის ფრანგი ვარსკვლავის სანაცვლოდ მანჩესტერული კლუბი £150 მილიონს ითხოვს.

 

მსგავსი სტატია:

„რეალისა“ და „ბარსელონას“ სატრანსფერო სამიზნეები

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]