weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა

23:47 შაბათი, 24 აპრილი 2021

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა მოჭიდავემ, ზურაბ დათუნაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დათუნაშვილმა ფინალში ბელარუსის წარმომადგენელი, კირილ მასკევიჩი დაამარცხა.

ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს სახელით ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი. ის იძულებული გახდა, კარიერა სერბეთში გაეგრძელებინა მას შემდეგ, რაც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა.

გეგეშიძე დათუნაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს. დათუნაშვილის განცხადებით, ფედერაციის პრეზიდენტმა მას 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავში რკინის ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა. სასამართლომ გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მისი თანამდებობიდან ჩამოშორების თაობაზე.

ზურაბ დათუნაშვილი გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენებას უშედეგოდ ითხოვდა. მისი ეს მოთხოვნა ფედერაციის პრეზიდიუმმა არ განიხილა და გეგეშიძე თანამდებობაზე დარჩა. უფრო მეტიც, 2021 წელს გეგა გეგეშიძემ მეორე ვადით იქნა არჩეული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]