weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლევან მჭედლიძის ახალი ტატუ: დავით აღმაშენებელი და გამთლიანებული საქართველო

12:08 პარასკევი, 08 სექტემბერი 2017

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიურ საფეხბურთო კლუბ „ემპოლის“ წევრმა ლევან მჭედლიძემ ახალი ტატუ დაიხატა, რომელზეც მეფე დავით IV აღმაშენებელი და რეგიონებით მონიშნული გამთლიანებული საქართველოა გამოსახული.

„ემპოლის“ ვარჯიშზე გადაღებულ ფოტოზე ასევე ჩანს ქართველი ფორვარდის მარცხენა ფეხზე დახატული ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდოს პორტრეტი. ფოტოზე გამოსახული ტატუების გარდა მჭედლიძეს მრავალი სიმბოლური ტატუ აქვს, ერთ-ერთი მათგანი თბილისში 2015 წელს მომხდარი სტიქიისადმი მიძღვნილი ტატუა ბეჰემოთ ბეგის გამოსახულებით.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში „ემპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი სერია A დატოვა და მიმდინარე წელს სერია B-ს გათამაშებაში იასპარეზებს. რაც შეეხება ლევან მჭედლიძეს, ფეხბურთელმა რამდენიმე შემოთავაზების მიუხედავად საყვარელი კლუბი არ დატოვა თამაშს კვლავ ტოსკანურ კლუბში განაგრძობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]