weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რაფა ნადალმა დიდი სლემის მე-16 ტიტული მოიპოვა

11:13 ორშაბათი, 11 სექტემბერი 2017

რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. ესპანელმა ჩოგბურთელმა ამერიკის ღია პირველობის 2 საათსა და 30-წუთიან ფინალში სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა.

რაფა ნადალმა 9 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ანდერსონს მთელი თამაშის განმავლობაში ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია. ანდერსონმა 40 შეცდომა დაუშვა, ხოლო ნადალმა მხოლოდ - 11. ესპანელმა ამ გამარჯვებით 3.7 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ანდერსონმა - 1.8 მილიონი $.

ნადალმა ამერიკის ღია პირველობა მესამედ მოიგო (2010, 2013, 2017 წლებში), კარიერაში კი 74-ე ტიტული მოიპოვა. ამ მაჩვენებლით იგი ლეგენდარულ როლ ლეივარს გაუთანაბრდა და მეოთხე-მეხუთე ადგილს მასთან ერთად იყოფს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ოთხი დიდი სლემის ტურნირი როჯერ ფედერერმა და რაფაელ ნადალმა გადაინაწილეს: შვეიცარიელმა უიმბლდონსა და ავსტრალიის ღია პირველობაზე იმარჯვა, ხოლო ნადალმა როლან გაროსი და ამერიკის ღია პირველობა მოიგო. ნადალი ასევე გახდა ბარსელონასა და მადრიდის მასტერსის გამარჯვებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]