რაც შეეხება მსოფლიო რეიტინგის ათეულს, მთავარი ცვლილება პირველ ადგილზეა, რომელიც გერმანიამ დაიბრუნა. ასევე მნიშვნელოვანი ნახტომები გააკეთეს პორტუგალიისა და ბელგიის ნაკრებებმა, რომლებიც შესაბამისად 3 და 4 საფეხურით დაწინაურდნენ.
FIFA / CoCa-Cola-ს მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ათეული ასეთია:
- გერმანია – 1606
- ბრაზილია – 1590
- პორტუგალია – 1386
- არგენტინა – 1325
- ბელგია – 1265
- პოლონეთი – 1250
- შვეიცარია – 1210
- საფრანგეთი – 1208
- ჩილე – 1195
- კოლუმბია – 1191
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს, ხუთივე გუნდმა ცვლილება განიცადა - სერბეთი, უელსი და მოლდოვა შესაბამისად, 10, 5 და 3 საფეხურით წინ გადავიდნენ, ირლანდიამ და ავსტრიამ კი პოზიციები შესაბამისად, 5 და 20 ადგილით დათმეს:
13. უელსი - 1089
32. სერბეთი - 789
34. ირლანდია – 769
57. ავსტრია – 632
156. მოლდოვა – 148