weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამუნდიალე აფრიკული ხუთეული მაროკომ და ტუნისმა შეავსეს

22:54 კვირა, 12 ნოემბერი 2017

გაისად რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისთვის აფრიკიდან მონაწილე გუნდების წარმომადგენლობა სრულად დაკომპლექტდა: ნიგერიას, ეგვიპტესა და სენეგალს „ცხელი კონტინენტის“ შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში ტუნისი და მაროკო შეუერთდნენ.

ტუნისის ნაკრები შედარებით იოლ შესარჩევ ჯგუფში მოხვდა. „კართაგენის არწივებს“ მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლაში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გვინეა და ლიბია ეცილებოდნენ, თუმცა პირველადგილოსანმა ტუნისმა ბოლო ტურში შინ ლიბიას უგოლო ფრე ეთამაშა და რუსეთში გასამგზავრებელი საგზური ზედმეტი გართულებების გარეშე მოიპოვა.

რაც შეეხება მაროკოს, „ატლასელი ლომების“ მთავარი მეტოქე ქვეჯგუფში აფრიკის ზონის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი კოტ დ’ივუარი იყო, რომელიც ბოლო ტურში სწორედ მაროკოს ეროვნულ გუნდს მასპინძლობდა და ფავორიტადაც მიიჩნეოდა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში მუნდიალზე გადიოდა, მაგრამ ფრანგი მთავარი მწვრთნელის, ერვე რენარის შეგირდებმა მარკ ვილმოტსის გაწვრთნილი სპილოს ძვლის სანაპიროელები მათსავე მოედანზე ცენტრალური მცველების, „ფენერბაჰჩელი“ ნაბილ დირარისა და „იუვენტუსელი“ მედჰი ბენატიას გოლებით დაამარცხეს და მასპინძლებს ნანატრი საგზური წაართვეს. აღსანიშნავია, რომ მაროკოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის ქვეჯგუფი ისე განვლო, რომ საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია, ექვს ტურში კი 11 გოლის გატანა მოახერხა.

ტუნისიცა და მაროკოც მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთედ იასპარეზებენ. ტუნისმა 1978, 1998, 2002 და 2006 წლების მუნდიალებზე ითამაშა, მაროკო კი 1970, 1986, 1994 და 1998 წლებში გამოდიოდა ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]