weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

შვეიცარია და ხორვატია რუსეთში იასპარეზებენ

10:40 ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017

რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები კიდევ ორმა ევროპული ქვეყნის ნაკრებმა მოიპოვა. პირველ მატჩებში გამარჯვებების შემდეგ, პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრები შვეიცარიამ და ხორვატიამ უგოლო ყაიმებით დაასრულეს და მუნდიალის ბილეთები დაჯავშნეს.

ვლადიმირ პეტკოვიჩის გაწვრთნილმა შვეიცარიის ეროვნულმა გუნდმა ქალაქ ბაზელში, „ზანკტ იაკობ პარკზე“ აუღელვებლად მიიყვანა მატჩი სასურველ შედეგამდე და მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ, სულ კი მეთერთმეტედ მიიღებს მონაწილეობას. „ნეიტრალთა“ ნაკრები მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე-11 პოზიციაზეა, გაისად გასამართ მუნდიალის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრისთვის კი გუნდი სიძლიერის მიხედვით, მეორე კალათში იქნება.

ბაზელის მსგავსად, ნულოვანი ფრე დაფიქსირდა ქალაქ პირეოსში, სადაც მიხაელ სკიბეს გაწვრთნილმა საბერძნეთმა ვერაფერი მოუხერხა ფავორიტ ხორვატიის ნაკრებს - სოლიდური უპირატესობის მქონე ანტე დალიჩის კრებულმა მასპინძლებს შანსი არ მისცა. დამოუკიდებელი ხორვატიის ისტორიაში 2018 წლის მუნდიალი ხუთი შესაძლებლობიდან მეოთხე მონაწილეობა იქნება: გუნდმა 1998 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ 2010 წლის მსოფლიო პირველობა გამოტოვა.

დღეს ევროპული ზონის პლეი-ოფის კიდევ ერთი განმეორებითი შეხვედრა გაიმართება: პირველ მატჩში დამარცხებული იტალიის ნაკრები მილანში „სან სიროზე“ შვედეთს უმასპინძლებს, ხვალ კი ბოლო მატჩი, ირლანდია-დანია გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]