weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

იტალიის ნაკრებს დროებით ლუიჯი დი ბიაჯო გაწვრთნის

10:45 სამშაბათი, 06 თებერვალი 2018

იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ლუიჯი დი ბიაჯო დაინიშნა.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ნაკრებისთვის მწვრთნელი ჯერ არ აურჩევია, ამიტომაც 23 და 27 მარტს, ინგლისსა და არგენტინასთან ამხანაგურ შეხვედრებში „სკუადრა აძურას“ დი ბიაჯო უთავკაცებს.

ლუიჯი დი ბიაჯო 2013 წლიდან იტალიის 21 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს. მისი ხელმძღვანელობით ხსენებული ასაკობრივი ნაკრები 2015 წლის ევროს ჯგუფიდან ვერ გავიდა, თუმცა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გააღწია. ფეხბურთელობისას ამპლუით ნახევარმცველი დი ბიაჯო ეროვნულ გუნდში 1998-2002 წლებში გამოდიოდა და 31 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენის შემდეგ იტალიის ნაკრებიდან ჯან პიერო ვენტურა დაითხოვეს. მის გარდა პოსტი ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომაც დატოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]