weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

რომა vs ლივერპული: სასწაულისა და ფინალის მოლოდინში

17:49 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018

დღეს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი - გუნდის, რომელიც 26 მაისს, კიევში მადრიდის „რეალის“ პირისპირ წარსდგება. განმეორებითი ნახევარფინალური შევხედრის წინ „ლივერპული“ აშკარა ფავორიტია, რადგან მერსისადიელებმა საკუთარ სარბიელზე „რომას“ იოლად (5:2) მოუგო.

მიმდინარე ტურნირზე „რომამ“ ანალოგიური სიტუაციიდან თავის დაღწევა ერთხელ მოახერხა, როდესაც აშკარა ფავორიტ „ბარსელონასთან“ სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ოთხეულში გავიდა.

იურგენ კლოპის კარგ ფორმაში მყოფ გუნდს ტრავმების ეპიდემია აწუხებს და ამ მიზეზით ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ემრე ჯანი, ჟოელ მატიპი და ჯო გომესი ვერ ითამაშებენ.

მასპინძელი რომაელები კი წამყვანი შემადგენლობიდან დიეგო პეროტისა და კევინ სტროოტმანს მოისაკლისებენ, ასევე  - რიკ კარსდორპსა და გრეგუარ დეფრელს.

საინტერესოა პირველ მატჩში ორი გოლისა და ორი საგოლე გადაცემის ავტორის,  მოჰამედ სალაჰის რომში დაბრუნება, მოგეხსენებათ, ეგვიპტელი თავდამსხმელი გასულ წელს სწორედ „რომაში“ თამაშობდა.

სავარაუდო შემადგენლობები:

„რომა“ (4-3-3): ალისონი; ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი; ნაინგოლანი, დე როსი, პელეგრინი; შიკი, ჯეკო, ელ შაარავი.

„ლივერპული“ (4-3-3): კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, ე. რობერტსონი; ვეინალდუმი, ჰენდერსონი, მილნერი; სალაჰი, ფირმინო, მანე.

ურთიერთშეხვედრები:

უკვე ვიცით, რომ „ლივერპული“ და „რომა“ ნახევარფინალში ჩემპიონთა თასის ფინალზე მოგონებებით მოვიდნენ - 1983-1984 წლების სეზონში მერსისაიდელებმა რომაელები მათსავე მოედანზე პენალტების სერიაში დაამარცხეს.

„ლივერპულისა“ და „რომას” გზები უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე აქამდე ორჯერ გადაკვეთილა. პირველი შეხვედრა ჩემპიონთა თასის ხსენებული ფინალია, მაშინ რომის ოლიმპიურ სტადიონზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს: მე-14 წუთზე ფილ ნილმა გაიტანა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს რობერტო პრუცომ გაათანაბრა. იმ მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და ყველაფერი პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც „წითლებმა“ აჯობეს მეტოქეს - რომაელთაგან პენალტები გუნდის ლიდერებმა, ბრუნო კონტიმ და ფრანჩესკო გრაციანიმ ვერ გაიტანეს.

წლევანდელ შეხვედრებმადე ბოლო დაპირისპირება კი 2001-2002 წლების სეზონით თარიღდება, როდესაც გუნდების გზა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა. რომში გოლი არ გასულა, ხოლო ინგლისში მასპინძლებმა იარი ლიტმანენისა და ემილ ჰესკის გოლებით მოიგეს. იმ სეზონში „ლივერპული” მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო „რომა” ჯგუფში ჩარჩა.

დღევანდელ მატჩს სლოვენიელი არბიტრი დამირ სკომინა განსჯის. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]