weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ძიუდოს ფედერაციასთან აქცია გაიმართა

15:36 ორშაბათი, 07 მაისი 2018
ფოტოზე დავით ქევხიშვილი ფოტოზე დავით ქევხიშვილი

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის შენობასთან დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ძიუდოისტებისა და მათი გულშემატკივრების აქცია გაიმართა. ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, მათ ქევხიშვილთან შეხვედრა სურდათ, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტი სამუშაო დროს კაბინეტში არ იმყოფებოდა.

„დახურულ კარს მიღმაც გვინდოდა ლაპარაკი. ბევრჯერ ვიყავით მოსულები და როცა აქ უნდა ყოფილიყო, არ დაგვხვდა. შემდგომ ითქვა, რომ სხვა საქმე ჰქონდა და ვერ მოვიდოდა. რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, რომ ღიად, ჟურნალისტებთან ერთად (არანაირი დახურული კარი) გვესაუბრა მასთან, მოესმინა ხალხს ის პრობლემები, რის გამოც შევიკრიბეთ. მან კიდევ ერთხელ აარიდა თავი შეხვედრას. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმის, რომ მას კითხვებზე პასუხი არ გააჩნია. სამუშაოდ არ იმყოფება კაბინეტში იმის გამო, რომ ბიჭებს არ შეხვდეს. ჩვენ აქ არ მოვსულვართ საჩხუბრად, მოვედით სასაუბროდ და ის ამ ყველაფერს თავს არიდებს“, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

„ამხელა გუნდის წინააღმდეგ ასე გაჯიუტება არ არის სწორი. ჩემი აზრით, უნდა გადადგეს. ეს აქციები გაგრძელდება“, - აღნიშნა მწვრთნელმა გიორგი გუგავამ.

ძიუდოისტები დავით ქევხიშვილს ერთპიროვნულ მართვასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. დღეს მათ მხარდაჭერა ძიუდოს გოგონათა ნაკრების წევრებმაც გამოუცხადეს.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლად იასპარეზა და მედლის გარეშე დარჩა. 4 მაისს, ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ვარლამ ლიპარტელიანმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ამირან პაპინაშვილმა, ზებედა რეხვიაშვილმა, ადამ ოქრუაშვილი და სხვებმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც ისინი არ გააგრძელებენ ვარჯიშს და მონაწილეობას აღარ მიიღებენ შეჯიბრებებში, ვიდრე ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს. 5 მაისს, აღმასკომთან შეხვედრის შემდეგ ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა, რომელზეც მიმდინარე პროცესებსაც განიხილავენ, 10 მაისს დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]