weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალი მწვრთნელი ინიშნება იმ ძიუდოისტებისთვის, რომლებიც შედეგს მალე მიაღწევენ – ქევხიშვილი

12:19 სამშაბათი, 29 მაისი 2018
ახალი მწვრთნელი ინიშნება იმ ძიუდოისტებისთვის, რომლებიც შედეგს მალე მიაღწევენ – ქევხიშვილი ფოტო © პირველი არხი

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის განცხადებით, ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად ჰოლანდიელ ლუი ვეიდენბოსხსს კვირის ბოლომდე დანიშნავს. კითხვაზე - ვისთან იმუშავებს ახალი მწვრთნელი, როდესაც ნაკრების კაპიტანი და წევრები ვარჯიშზე უარს ამბობენ, ქევხიშვილმა აღნიშნა, რომ მწვრთნელი დაინიშნება იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე შედეგს ძალიან მალე მიაღწევენ.

„საკმაოდ ვრცლად წარმოადგინა მწვრთნელობის კანდიდატმა თავისი ხედვა და პროგრამა. აღმასკომის წევრების კარგი განწყობა დაიმსახურა. მე მათგან უკვე მაქვს ნებართვა, რომ უახლოეს 2-3 დღეში დავნიშნოთ ახალი მთავარი მწვრთნელი და შესაბამისად, ის გუნდი, რომელიც მათთან ერთად იმუშავებს. დაინიშნება იმ სპორტსმენებისთვის, რომლებსაც ძალიან მალე ნახავთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე შედეგს მიაღწევენ.

ეს არის მათი არჩევანი, ვის უნდა სპორტის გაგრძელება და ვის არა. ფედერაციის კარი არავისთვის არ არის დაკეტილი მიუხედავად ძალიან ბევრი არასწორი და აგრესიული ქმედებისა. დიალოგზე, რასაც ხაზს ვუსვამ, სულ მზად ვარ, რა თქმა უნდა, არა საჯაროდ,  არამედ კომპეტენტური და კონკრეტული ადამიანების გარშემო“, - განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი, ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამირან პაპინაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და სხვები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან დავით ქევხიშვილის გადადგომას 4 მაისიდან ითხოვენ. ისინი არ მონაწილეობენ ვარჯიშსა და შეჯიბრებებში, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. სპორტსმენებმა ფედერაცია კუთვნილი ანაზღაურების მითვისებაში დაადანაშაულეს. დავით ქევხიშვილკმა კი განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, ამ პროცესების უკან რაღაც ჯგუფები დგას.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც 26-29 აპრილს თელ-ავივში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა წარუმატებლად იასპარეზეს. ძიუდოს ნაკრების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. საქართველოს ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]