weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ინიესტამ და მასკერანომ სანაკრებო კარიერა დაასრულეს

13:51 ორშაბათი, 02 ივლისი 2018

34 წლის ვეტერანმა ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ რუსეთთან სენსაციური მარცხის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მანამდე იგივე გადაწყვეტილება არგენტინის ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ხავიერ მასკერანომ მიიღო.

„რეალობაა, რომ ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი ეროვნულ გუნდში. ბრწყინვალე ეტაპი დასრულდა და ზოგჯერ დასასრული არ გამოდის ისეთი, როგორსაც ველოდებით”, - განაცხადა ინიესტამ, რომლის სანაკრებო კარიერა რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ დაიწყო და დასრულდა - „ბარსელონას“ ლეგენდამ „ფურია როხას” ღირსება პირველად 2006 წლის 27 მაისს სწორედ რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ დაიცვა. მას შემდეგ ნაკრებში 131 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა, ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი 2008 და 2012 წლებში, ხოლო 2010 წელს - მსოფლიოს ჩემპიონი, როდესაც ფინალში გამარჯვების გოლი თავად გაიტანა.

რაც შეეხება მასკერანოს, 34 წლის არგენტინელმა საფრანგეთთან მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ „ალბისელესტეს“ რიგებიდან მიდის და გზას ახალგაზრდა თაობას უთმობს, რომელიც მისი აზრით, ბევრ ტიტულს მოიგებს. მასკერანოს მონაგარში 2003-2018 წლებში გამართული 143 საერთაშორისო მატჩია, სადაც მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]