weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მესუთ იოზილი ნაკრებიდან წავიდა

12:54 ორშაბათი, 23 ივლისი 2018

გერმანიის საფეხბურთო ნაკრების წარმოშობით თურქმა წევრმა მესუთ იოზილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, რისი მიზეზადაც 29 წლის ფეხბურთელმა რასიზმი დაასახელა.

ლონდონის „არსენალში“ მოთამაშე ნახევარმცველი ბოლო პერიოდში უდიდესი კრიტიკის ობიექტი გახდა, მას შემდეგ რაც, ასევე თურქული ფესვების მქონე გერმანიის ნაკრების ფეხბურთელთან, ილქაი გიუნდოღანთან ერთად შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

ფეხბურთელების ერდოღანთან გულთბილმა შეხვედრამ უამრავი გერმანელი გააღიზიანა. ერდოღანის მიერ არჩეული პოლიტიკური კურსი ბევრისთვის მიუღებელია და იოზილისადმი უკმაყოფილებაც მოულოდნელი არ ყოფილა. მიღებული კრიტიკისა და მუქარის შემდეგ, მესუთ იოზილმა, რომელმაც რუსეთში გამართულ მუნდიალზე თავი ვერაფრით გამოიჩინა, საკუთარი თავი რასიზმის მსხვერპლად ჩათვალა და გერმანიის ეროვნული ნაკრები დატოვა.

ოლივერ კანმა იოზილი და ხედირა გააკრიტიკა

აღსანიშნავია, რომ მესუთ იოზილი, რომელიც გელზენკირხენში დაიბადა და კარიერაც ადგილობრივ „შალკე 04“-ში დაიწყო, გერმანიის ეროვნული ნაკრების მატჩების წინ პრინციპულად არასდროს მღეროდა გერმანიის ჰიმნს.

აქვე გეტყვით, რომ ამპლუით შემტევი ნახევარმცველი მესუთ იოზილი გერმანიის ეროვნულ გუნდში 2009 წლიდან თამაშობდა და 92 მატჩში 23 გოლი ჰქონდა გატანილი. „ბუნდესნაკრებთან“ ერთად 2014 წლის მუნდიალზე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2010 წელს კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]