weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

არტურო ვიდალი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს

10:30 შაბათი, 04 აგვისტო 2018

ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი მიუნხენის „ბაიერნიდან“ კატალონიის „ბარსელონაში“ გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.

ვიდალმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კატალონიურ გრანდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ფინანსური მხარე არ ხმაურდება, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, 31 წლის გამოცდილი შუახაზელის სანაცვლოდ „ბაიერნმა“ 25 მილიონი ევრო მიიღო.

არტურო ვიდალი მიუნხენურ კლუბში 2015 წლიდან თამაშობდა და 124 მატჩში 22 გოლის გატანა შეძლო. იქამდე ფეხბურთელი ტურინის „იუვენტუსისა“ (2011-2015) და ლევერკუზენის „ბაიერის“ (2007-2011) წევრიც იყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ მიმდინარე საზაფხულო ტრანსფერებზე გვარიანად აქტიურობს და არტურო ვიდალამდე არტურ მელოს, კლემან ლენგლესა და მალკომის შეძენა მოახერხა, საპასუხოდ კი ალეიშ ვიდალი და ლუკა დინი გაყიდა, შესაბამისად „სევილიასა“ და „ევერტონში“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]